ონტენ ჯორჯია ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა. ვყიდით ტექნიკას, ვაწყობთ ინფრასტრუქტურას, ვაქირავებთ სერვერებს და ყოველდღიურად ვუვლით ასობით სამუშაო ადგილს — ისე, რომ კლიენტმა ტექნოლოგიაზე ფიქრი დაივიწყოს და თავის საქმეს მიხედოს.
ბევრი კომპანია ცალკე ყიდულობს ტექნიკას, ცალკე ეძებს მემონტაჟეს, ცალკე — ვინც მოუვლის. შედეგად, როცა რამე გაფუჭდება, ყველა მეორეზე უთითებს. ჩვენ ეს ჯაჭვი ერთ ხელში ავიღეთ: შევარჩევთ, მოვიტანთ, დავამონტაჟებთ, დავაყენებთ და შემდეგ ჩვენვე ვუვლით.
ვიწერთ ტექნიკას, ლიცენზიებს და რისკებს.
პრიორიტეტები, ბიუჯეტი და ვადები — წერილობით.
მონტაჟი და მიგრაცია სამუშაო საათების გარეთ.
ტრენინგი თანამშრომლებისთვის და დოკუმენტაცია.
SLA, მონიტორინგი და თვიური რეპორტი.
ინჟინრები და ტექნიკოსები, რომლებიც თქვენს ინფრასტრუქტურაზე ყოველდღიურად მუშაობენ.
უფასო აუდიტზე გეტყვით, სად კარგავთ დროსა და ფულს დღეს არსებულ ინფრასტრუქტურაში.