Onten AI

ხელოვნური ინტელექტი, რომელიც თქვენს დოკუმენტებს იცნობს

AI-ს ღირებულება არ არის დემონსტრაციაში. ის მაშინ ჩანს, როცა სამუშაო, რომელსაც თანამშრომელი კვირაში ხუთ საათს ახმარდა, ორ წუთში სრულდება. ამიტომ ყოველთვის ერთი კონკრეტული პროცესით ვიწყებთ.

ქართულიპასუხობს და ამუშავებს ქართულ ტექსტს
3–6 კვირასაპილოტედან შედეგამდე
თქვენს სერვერზესაჭიროებისას მონაცემი გარეთ არ გადის
გადაწყვეტები

სამი რამ, რაც დღესვე შეგვიძლია

შიდა AI ასისტენტი

თანამშრომელი კითხულობს — „როგორია შვებულების პროცედურა?“, „რა წერია ამ კლიენტის ხელშეკრულებაში?“ — და პასუხს იღებს თქვენივე დოკუმენტებიდან, წყაროზე მითითებით.

  • წყაროები: დოკუმენტები, ბაზები, ვებგვერდი
  • ქართული და ინგლისური
  • წვდომა როლების მიხედვით
₾ 1 800 / თვე

დოკუმენტების დამუშავება

ინვოისები, ხელშეკრულებები და ფორმები — სკანიდან ან PDF-იდან ამოკითხვა და პირდაპირ ბუღალტრულ სისტემაში გადატანა. ხელით აკრეფა აღარ სჭირდება.

  • ფორმატები: PDF, სკანი, ფოტო
  • ინტეგრაცია ERP-სთან და ბუღალტერიასთან
  • სიზუსტე იზომება თქვენს დოკუმენტებზე
₾ 4 500 / პროექტი

მხარდაჭერის ავტომატიზაცია

შემომავალი ტიკეტების ავტომატური კლასიფიკაცია და პრიორიტეტი, ტიპურ კითხვებზე პასუხის შეთავაზება ოპერატორისთვის — რეაგირების დრო მკვეთრად იკლებს.

  • ინტეგრირებულია Onten Desk-თან
  • ოპერატორი ყოველთვის ამოწმებს პასუხს
  • სწავლობს თქვენს ისტორიაზე
ინდივიდუალური
ტარიფები

რა ღირს

ტოკენი დაახლოებით ოთხი სიმბოლოა; 1000 ტოკენი — ერთი გვერდი ტექსტი. ლიმიტს ზემოთ მხოლოდ ნამდვილად გამოყენებულს იხდით.

იტვირთება…

ფასები დღგ-ს გარეშეა. საკუთარ სერვერზე დაყენება და ინდივიდუალური ლიმიტები ცალკე შეთანხმებაა — მოგვწერეთ.

უსაფრთხოება

სად ინახება თქვენი მონაცემი

ეს პირველი კითხვაა, რომელსაც ყველა სვამს — და სამართლიანად. სამი ვარიანტი გვაქვს, თქვენ ირჩევთ:

  • თქვენს სერვერზე — მოდელი მუშაობს თქვენს რკინაზე, მონაცემი ქსელს არ ტოვებს
  • ჩვენს ღრუბელში თბილისში — იზოლირებული გარემო, დაშიფრული საცავი
  • გარე მოდელი — უფრო ძლიერი, მაგრამ მხოლოდ იმ მონაცემით, რომელსაც თქვენ დაუშვებთ

ყველა შემთხვევაში წერილობით ვაფიქსირებთ, რომელი მონაცემი სად მუშავდება.

დაიწყეთ ერთი პროცესით

აჩვენეთ, სად ხარჯავს გუნდი ყველაზე მეტ დროს — დანარჩენს ჩვენ გავარკვევთ.

AI კონსულტაცია