ტექნიკას იმ მწარმოებლებისგან ვიღებთ, რომელთა გარანტიაც რეალურად მუშაობს საქართველოში და რომელთა მხარდაჭერასაც პირდაპირ ვწვდებით. ეს კლიენტისთვის ნიშნავს, რომ პრობლემის შემთხვევაში პასუხს დღეებში ვიღებთ და არა კვირებში.
ქვემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით ვამარაგებთ, ვამონტაჟებთ და ვემსახურებით.
HPE, Dell, Synology, QNAP — კონფიგურაცია, მიწოდება, მონტაჟი და გარანტიის მომსახურება.
Cisco Meraki, Ubiquiti, MikroTik, Fortinet — დაპროექტებიდან მუდმივ მონიტორინგამდე.
Hikvision, Dahua, ZKTeco — კამერები, ჩამწერები და წვდომის კონტროლი.
Microsoft 365, Google Workspace, Veeam — ლიცენზიები ლარში, ერთი ინვოისით.
APC, Onten — UPS-ები, GaN დამტენები, დოკსადგურები, კაბელები და ჰაბები.
Dell, Lenovo, HP — კომპიუტერები და ლეპტოპები ბიზნესის გარანტიით.
ვთანამშრომლობთ დისტრიბუტორებთან, ინტეგრატორებთან და დეველოპერულ კომპანიებთან. თუ თქვენ ტექნიკას ყიდით და დანერგვა გჭირდებათ — ან პირიქით, პროექტი გაქვთ და მოწყობილობა გჭირდებათ — სავარაუდოდ ერთმანეთს გამოვადგებით.