ინოვაცია

ახალი ტექნოლოგია მაშინ, როცა ის რეალურ სარგებელს იძლევა

ტექნოლოგიური მოდა სწრაფად იცვლება. ჩვენ ვცდით, ვზომავთ და კლიენტს მხოლოდ იმას ვთავაზობთ, რაც უკვე გვიმუშავია და რისი შედეგიც ციფრებში ჩანს.

მიმართულებები

რაზე ვმუშაობთ ახლა

ხელოვნური ინტელექტი ბიზნესისთვის

შიდა ასისტენტი, რომელიც კომპანიის დოკუმენტებზე პასუხობს ქართულად; ინვოისებისა და ხელშეკრულებების ავტომატური ამოკითხვა. ვიწყებთ ერთი პროცესით და ვზომავთ დაზოგილ საათებს.

Onten AI →

ლოკალური ღრუბელი

საქართველოში განთავსებული VPS და საცავი — როცა მონაცემები ქვეყნის გარეთ არ უნდა გავიდეს. იგივე მოხერხებულობა, ოღონდ დაბალი პინგით და ადგილობრივი მხარდაჭერით.

სერვერები →

Onten Desk — საკუთარი პლატფორმა

მხარდაჭერის სისტემა, რომელიც თავად დავწერეთ: აგენტი უნიკალური Device ID-ით, SLA ტაიმერები, დროის აღრიცხვა და ავტომატური ინვოისი. ჩვენივე კლიენტებზე ყოველდღიურად ვტესტავთ.

აგენტის ჩამოტვირთვა →

ჭკვიანი უსაფრთხოება

კამერები, რომლებიც ადამიანსა და ავტომობილს არჩევენ; წვდომის კონტროლი, რომელიც დროის აღრიცხვასთან ერთად მუშაობს. ნაკლები ცრუ განგაში, მეტი სასარგებლო ჩანაწერი.

უსაფრთხოება →
როგორ ვნერგავთ

ჯერ საპილოტე, მერე გადაწყვეტილება

ახალ ტექნოლოგიას არასდროს ვყიდით დაპირებით. ვაწყობთ მცირე საპილოტეს, ვზომავთ შედეგს და მხოლოდ ამის შემდეგ ვთანხმდებით მასშტაბზე.

01პროცესის შერჩევა

ვირჩევთ ერთ კონკრეტულ ამოცანას, რომელიც დროს ჭამს.

02საზომის დადგენა

ვთანხმდებით, რას ვზომავთ: საათებს, შეცდომებს თუ ხარჯს.

03საპილოტე

3–6 კვირა, რეალურ მონაცემებზე, თქვენს გუნდთან ერთად.

04შედეგის შეფასება

ვადარებთ ციფრებს. თუ არ გამოვიდა — გულახდილად ვამბობთ.

05მასშტაბირება

რაც იმუშავა, გადაგვაქვს მთელ კომპანიაზე.

გაქვთ იდეა, რომლის გატესტვაც გინდათ?

მოგვწერეთ — ერთ შეხვედრაზე გავარკვევთ, ღირს თუ არა საპილოტე და რა დაჯდება.

დაგვიკავშირდით